მშობელთა კრების ოქმები 2017-18 სასწ/წ.
ოქმი
N1
2017წ.18 სექტემბერს 13:30 სთ-ზე შედგა სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის II3კლასის მშობელთა კრება. კრებას ესწრებოდა ყველა მშობელი.
დღის წესრიგი:
1.კლასის საორგანიზაციო
საკითხების განხილვა
2.ეთიკის კოდექსის
გაცნობა-განხილვა(შინაგანაწესის)
3.სადამრიგებლო
საათის გაცნობა.ძირითადი თემები.
4.შეფასების
სისტემის განხილვა.
მოისმინეს:კლასის
დამრიგებლის მოხსენება დღის წესრიგში აღნიშნულ საკითხებზე და დაეთანხმა მშობელთა სრული
რაოდენობა. დაადგინეს:შესრულდეს საკოლის შინაგანაწესში მოცემული მშობელთა და მოსწავლეთა
ფუნქციები.
კრების თავჯდომარე: ბ.დემეტრაძე
ოქმი
N 2
2017 წ. 26 იანვარს 14:00 სთ-ზე შედგა სსიპ ქალაქ ქუთაისის
N37 საჯარო სკოლის II3კლასის მშობელთა კრება.
კრებას ესწრებოდა 20 მშობელი.
დღის წესრიგი
1. I სემესტრის შედეგების გაცნობა
2. II სემესტრში ჩასატარებელი ღონიოსძიებების გაცნობა-განხილვა
მოისმინეს: კლ.დამრიგებლის მოხსენება
დღის წესრიგში აღნიშნულ საკითხებზე და დაეთანხმა ყველა მშობელი.
დაადგინეს: II სემესტრში ჩასატარებელ ღონისძიებებში მშობელთა და მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა.
კრების თავმჯდომარე:
ბ.დემეტრაძე
ოქმი N3
ჩატარების თარიღი:
2018
წლის 7 ივნისს 14 სთ-ზე შედგა სსიპ ქ.
ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში II6 კლასის
მშობელთა კრება.
სხდომას ესწრებოდნენ: კრებას
ესწრებოდა ყველა მშობელი.
სხდომაზე განხილული საკითხები:
1.
II სემესტრის აკადემიური მოსწრების განხილვა(მომხსენებელი:
დამრიგებელი ბელა დემეტრაძე)
2.
კლასგარეშე
ღონისძიების დაგეგმვა (მომხსენებელი: დამრიგებელი ბელა დემეტრაძე, მშობელთა კომიტეტის თავმჯდომრე:ეკატერინე ედიბერიძე)
მოისმინეს: კლასის
დამრიგებლის მოხსენება II
სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ.აღნიშნა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება,
დაყო კლასი შეფასების ოთხ კრიტერიუმად და გააცნო იმ მოსწავლეთა სახელები და
გვარები რომლებიც საჭიროებენ მშობლებისაგან მეტ ყურადღებასა და თანადგომას.
აზრი გამოთქვეს:სოფიო
გიორგაძემ, ქეთი ნათენაძემ და შორენა
დალალიშვილმა. მშობელთა უმრავლესობა
კმაყოფილია მათი შვილების აკადემიური მოსწრებით და აღნიშნეს, იმის ფონზე, რომ
აკვირდებოდნენ თავიანთ შვილების შრომას, მათი შეფასება მისაღებია და
გასათვალსწინებელი.
დაადგინეს: დადებითად შეფასდა II სემესტრის შედეგები და
შეთანხმდნენ მომავალ სასწავლო წელს უფრო აამაღლებენ სწავლის ხარისხს.
მოისმინეს: კლასის დამრიგებლის მოხსენება დაგეგმილი განსახორციებელი
ღონისძიების შესახებ, მის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
აზრი გამოთქვეს: ნინო კოღუაშვილმა, ნინო კვერნაძემ, სოფო
ჩეჩლაშვილმა და ეკა მეფარიშვილმა . მოიწონეს და შეთანხმდნენ ექსკურსიის მარშრუტზე.
დაადგინეს: მშობელთა
უმრავლესობით გადაწყდა ჯგუფი წავიდეს ექსკურსიაზე მარტვილი- სალხინოს
მიმართულებით.
კრების
თავმჯდომარე : /
ბ. დემეტრაძე/
Комментарии
Отправить комментарий